იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას იორდანშიც ეხმაურებიან. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იორდანია გმობს თავდასხმას და მას ტერორისტულ აქტს უწოდებს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იორდანია აშშ-სთან თანამშრომლობს საზღვრის დასაცავად და ტერორიზმთან საბრძოლველად.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ბაზა სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. თავდასხმის შედეგად, სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა.