logo_geo
eng_logo
იორდანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლობენ აშშ-სთან საზღვრის დასაცავად და ტერორიზმთან საბრძოლველად
- +

29 იანვარი. 2024. 01:25

 

 

იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას იორდანშიც ეხმაურებიან. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იორდანია გმობს თავდასხმას და მას ტერორისტულ აქტს უწოდებს.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იორდანია აშშ-სთან თანამშრომლობს საზღვრის დასაცავად და ტერორიზმთან საბრძოლველად.

 

შეგახსენებთ, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ბაზა სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. თავდასხმის შედეგად, სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner