logo_geo
eng_logo
ფონდი „ქართუ“ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხზე განცხადებას ავრცელებს
- +

29 იანვარი. 2024. 09:53

 

 

ფონდი „ქართუ“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„ბოლო დროს სამედიცინო საზოგადოება მოიცვა ვნებათაღელვამ, რომელიც უკავშირდება, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ – „თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ რეაბილიტაციასა და რეორგანიზაციას.

 

ვინაიდან ხსენებული კლინიკის პერსონალმა წერილობით მოგვმართა და ასევე საჯარო გამოსვლებში ახსენა ფონდი „ქართუ“, ვითვალისწინებთ რა ამ თემისადმი არსებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, საჭიროდ ვთლით ახსნა-განმარტება გავაკეთოთ აღნიშნულ საკითხზე.

 

ფონდ „ქართუს“ წლების წინ მართლაც ჰქონდა მიზნები და გეგმავდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირეულ გადაკეთებას. 2007 წელს ჩვენი დაკვეთით ცნობილმა ბრიტანულმა საინჟინრო-კონსტრუქციულმა კომპანიამ – ARUP მოამზადა კვლევა და დაამუშავა შესაბამისი კონცეფცია. პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოხდებოდა საავადმყოფოს კომპლექსის ძირეული გადაკეთება, განხორციელდებოდა არსებული ამორტიზირებული შენობის ნაწილობრივი დემონტაჟი, მას შეეცვლებოდა ფუნქცია – კლინიკის მაგიერ იქ განთავსდებოდა სამედიცინო ინსტიტუტი და სასწავლებელი, ხოლო დღევანდელი შიდა ეზოს ადგილზე აღიმართებოდა კლინიკის ახალი კორპუსები საერთო ფართით 56 000 კვ.მ. პროექტის განხორციელების შემთხვევაში საავადმყოფო სრულად დააკმაყოფილებდა საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებსა და შეძლებდა სტაციონარული წესით ერთდროულად 772 პაციენტის მიღებას.

 

ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა არსებული შენობის არასახარბიელო მდგომარეობა და კონსტრუქციული დეფექტები. ძველ შენობას მრავალმხრივი პრობლემები გააჩნდა, რომელთა აღმოფხვრა არსებული მდგომარეობის შენარჩუნებით ვეღარ ხერხდებოდა. ძველი შენობა თვისობრივად არ აკმაყოფილებდა თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. საბოლოოდ გამოიკვეთა ახალი შენობების აგების საჭიროება. ამ გეგმებს ხელი შეუშალა 2007 წლის ნოემბრის ცნობილმა მოვლენებმა, რის შემდეგაც ფონდმა ძირეულად შეზღუდა კონტაქტები მაშინდელ ხელისუფლებასთან. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ ფონდი „ქართუს“ ძალისხმევა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართებაში არ შემოიფარგლება ხსენებული პროექტის მომზადებით.

 

საერთო ჯამში, სხვადასხვა პერიოდში ფონდის კონტრიბუციამ საავადმყოფოს სასარგებლოდ შეადგინა 35 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. ამ თანხებით მოხდა საავადმყოფოს შენობის წინა მხარის მიშენება, გარკვეული ნაწილის რეკონსტრუქციარემონტი, და ასევე შეძენილ იქნა სამედიცინო აპარატურა და ავეჯი“, - აღნიშნულია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner