logo_geo
eng_logo
ალგეთის ეროვნულ პარკში მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 40 000 ქვირითით დათევზიანდა
- +

29 იანვარი. 2024. 12:08

 

 

მდინარეების დათევზიანების პროგრამის ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 40 000 ქვირითით დათევზიანდა.

 

სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში ადაპტაციას მარტივად ახდენს.

 

მდინარეების ხრამის და მართალხევის დათევზიანების პროცესში მონაწილეობა, ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო.

 

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში მილიონზე მეტი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანებაა. ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner