logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ახალი სტრუქტურის და საკანონმდებლო ინიცირებების პრეზენტაცია გაიმართა
- +

13 სექტემბერი. 2016. 16:37



ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ახალი სტრუქტურის და საკანონმდებლო ინიცირებების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ვეტერანების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.


პრეზენტაციამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ კვეზერელმა.


სამსახურის დეპარტამენტის უფროსებმა არასამთავარობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არსებული და სამომავლო გეგმები გააცნეს, რომლებიც მიმართულია ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგარძელდა.


სამსახურის ხელმძღვანელობამ ზემოაღნიშნულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების რეკომენდაციები მოისმინა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner