logo_geo
eng_logo
მარტვილში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

29 იანვარი. 2024. 13:41

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

 

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა გაეცნენ.

 

პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. ასევე ეწყობა მონოლითური რკინა/ბეტონის საყრდენი კედლები, რკინა ბეტონის არხები, ლითონის მილები.

 

პროექტის ღირებულება 499 409 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს.

 

აღნიშნული გზა სოფლებს ზედა ნაგვაზაოს, ქვედა ნაგვაზაოს და ლეციცხვაიეს ერთმანეთთან  აკავშირებს. პროექტი გარდამავალია და ჯამში 8 კილომეტრზე მეტის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

 

ნაგვაზაოში გზის სარეაბილიტაცო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner