საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ გამოსცა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორების, ლევან ნიკოლეიშვილისა და თორნიკე ზედელაშვილის წიგნი - "კიბერშესაძლებლობები და გლობალური უსაფრთხოების ახალი გამოწვევები".
წიგნი მოიცავს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებს - რუსეთ-უკრაინის ომი, სხვადასხვა ქვეყნების პოზიციები, უახლესი პოლიტიკური მოვლენები, წამყვანი და განვითარებადი ქვეყნების კიბერშესაძლებლობები. ასევე, რჩევები და რეკომენდაციები, როგორ ავიცილოთ თავიდან კიბერთავდასხმები, რა შესაძლებლობები გააჩნიათ დღეს ე.წ. ბოროტ ჰაკერებს და რა შესაძლებლობები გააჩნია საზოგადოებას თავდაცვისთვის. რას აკეთებს ამ მხრივ ევროკავშირი, როგორ პოზიციებს იკავებს ნატო, როგორ ეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები დანარჩენ სამყაროს, რათა თავიდან ავიცილოთ უკიდეგანო ფინანსური ზარალი და არა მხოლოდ ცალკეული ადამიანები, განვითარებადი სახელმწიფოებიც არ ემსხვერპლონ კიბერტერორისტების ავ ზრახვებს.
წიგნის ავტორები ამ თემით დაინტერესებულ პირებს, სახელმწიფო უწყებებს, კერძო ორგანიზაციებს, ექსპერტებს აძლევენ რეკომენდაციებს ინტერნეტუსაფრთხოების კუთხით. იგი საინტერესოა ასევე პოლიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის.
ამ დღეებში საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფისში გაიმართა ამავე წიგნის პრეზენტაცია.
წიგნის რეცენზენტი გახლავთ პროფესორი ზურაბ გარაყანიძე.
წიგნის რედაქტორი გახლავთ პროფესორი თამარ კიკნაძე.