logo_geo
eng_logo
დათა ახალაიას სახაზინო ადვოკატი დაენიშნა
- +

13 სექტემბერი. 2016. 16:58


 

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ადვოკატი სახაზინო წესით დაენიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქმის მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც ახალაიას ინტერესების დამცველი ირაკლი ზაქარეიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა.



მოსამართლის განცხადებით, გადაწყვეტილება სასამართლო განხილვების გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით იქნა მიღებული.



სახაზინო ადვოკატი საქმეში მაშინ ჩაერთვება, თუ რომელიმე პროცესზე დათა ახალაიას ინტერესების დამცველი ირაკლი ზაქარეიშვილი არ გამოცხადდება.



ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის განხილვა 19 სექტემბერს, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევითა და მოწმეების დაკითხვით განახლდება.



აღნიშნულ საქმეზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსან გია დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერასაც" აქვს წაყენებული.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner