logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, არადა, ახლა თითქოს „არკვევენ“, რამდენი პროცენტით არის შესრულებული ის, რაშიც მსოფლიო ბანკის ინდიკაციით მოწინავე ქვეყანა ვართ
- +

29 იანვარი. 2024. 18:42

 

 

„ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან NATO-სა და ევროკავშირში ქვეყნების გაწევრიანების გამოცდილებაზე ისაუბრა. როგორც დავით ქართველიშვილმა აღნიშნა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებით ხდება და ყველა სხვა მიზეზი მხოლოდ ფორმალობაა.

 

„პოლიტიკურმა მდგენელმა განაპირობა 2004 წელს ევროკავშირში ერთ პაკეტად ისეთი ქვეყნების შეყვანა, როგორიც არის ბულგარეთი, იმდროინდელი რუმინეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი... ამ ქვეყნების იმ დროინდელი დემოკრატიული, ეკონომიკური მდგომარეობა - იყვნენ თუ არა ევროკავშირის ფასეულობებთან თანხვედრაში და ა.შ., დათქმებისა და რეკომენდაციების ფილტრში არავინ არ გაატარა, რადგან, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. უცებ, ერთ დღეში მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ისევე, როგორც 2009 წელს ნარკოსაწყობი ალბანეთი NATO-ს წევრად მომენტალურად აღმოჩნდა, მაშინ, როცა ამ საკითხზე საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით რაღაც ფილოსოფია დასჭირდათ. ამიტომ, ეს მხოლოდ პოლიტიკაა. დღეს კიდევ იმაზე ლაპარაკობენ, თუ რამდენი პროცენტით არის შესრულებული ის, რაშიც მსოფლიო ბანკის ინდიკაციით მოწინავე ქვეყანა ვართ“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner