logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პრემიერობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი გუნდი - ჩვენ ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე
- +

29 იანვარი. 2024. 18:53

 

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და ჯანდაცვის მინისტრები თანამდებობის დატოვებას აპირებენ. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„ეს ასე არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, რომ ეს მინისტრები, რომლებიც ჩამოთვალეთ, პოსტიდან წასვლას აპირებენ. მეორე, გითხარით, რომ განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა, წინსწრებით ამაზე საუბარი, შესაძლოა, უპასუხისმგებლო იყოს, იმიტომ, რომ, სანამ მას ოფიციალურად, ყველა ფორმალური და რეალური პროცედურის დაცვით არ დაერქმევა კანდიდატი, ამის შესახებ არ ვსაუბრობთ.

 

გიდასტურებთ, რომ კანდიდატურა განიხილება, ამას სჭირდება ბევრი ფორმალური საკითხის და პროცედურის დაცვა. კიდევ დღეებია დარჩენილი ყრილობამდე და პოლიტსაბჭოს სხდომამდე, როდესაც საპატიო თავმჯდომარემ წესდების მიხედვით კონკრეტული კანდიდატურა უნდა წარუდგინოს პოლიტსაბჭოს.

 

ამის შემდეგ, როდესაც სამთავრობო პოლიტიკით წარდგება პარლამენტის წინაშე პრემიერობის კანდიდატი, მან უნდა წარმოადგინოს საკუთარი გუნდი. დღეიდან ყველა მინისტრი მოვალეობას ასრულებს. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე, ეს არის იმ ადამიანის გადასაწყვეტი, რომელიც პარლამენტს წარედგინება, როგორც პრემიერობის კანდიდატი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner