logo_geo
eng_logo
თურქეთმა აშშ-ს გიულენის დაკავების ოფიციალური განაცხადი გაუგზავნა
- +

13 სექტემბერი. 2016. 16:59



თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ აშშ-ის იუსტიციის უწყებას ისლამის მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის დაკავების ოფიციალური განაცხადი გაუგზავნა.


თურქეთის ხელისუფლება გიულენს 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. 


ამერიკის მხარისგან განაცხადის მიღების ოფიციალური დადასტურება ჯერჯერობით არ არის. გიულენი ამჟამად პენსილვანიის შტატში ცხოვრობს.


მანამდე თურქეთი გიულენის ექსტრადიციას მოითხოვდა, აგვისტოში კი სტამბოლის სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.


თურქეთში ვიზიტის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის გიულენთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციას გაგებით ეკიდება, მაგრამ აშშ ამ საკითხში საკუთარ კანონებს დაიცავს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner