"მე ვფიქრობ, რომ პირიქით, კიდევ უფრო უკეთესი იქნება საპარლამენტო საქმიანობის მდიდარი გამოცდილების მქონე, ასევე ძლიერი ლიდერი ირაკლი კობახიძე გადაინაცვლებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში და აღმასრულებელი ხელისუფლების ძლიერი ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი გადმოინაცვლებს აქეთ, პარტიულ საქმიანობაში," - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი მდიდარი გამოცდილების მქონე ლიდერების მუშაობა ცოტა უფრო განსხვავებულ სარბიელზე, ქვეყნისთვის და ზოგადად განვითარებისთვის კარგი უფრო იქნება.
„ეს თანამდებობრივი ცვლილებები განპირობებულია ჩვენს გუნდში არსებული დემოკრატიით. ეს არის როტაცია, რომელიც გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება. მე ვფიქრობ, რომ პირიქით, კიდევ უფრო უკეთესი იქნება საპარლამენტო საქმიანობის მდიდარი გამოცდილების მქონე, ასევე ძლიერი ლიდერი ირაკლი კობახიძე გადაინაცვლებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში და აღმასრულებელი ხელისუფლების ძლიერი ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი გადმოინაცვლებს აქეთ, პარტიულ საქმიანობაში. ეს კიდევ უფრო გაამყარებს და გააძლიერებს გუნდს, ასეთი მდიდარი გამოცდილების მქონე ლიდერების მუშაობა ცოტა უფრო განსხვავებულ სარბიელზე, ქვეყნისთვის და ზოგადად განვითარებისთვის კარგი უფრო იქნება.
იცვლება გლობალური და ქვეყნის შიგნით პროცესები. ჩვენი ქვეყანა ვითარდება. სხვადასხვა ტიპის ამოცანების და მიზნების განხორციელება ხდება საჭირო. მე უბრალოდ იმას ვუსვამ ხაზს, რომ ის გამოცდილება, რომელიც ამ ორ ადამიანს აქვს, დაეხმარება ჩვენს გუნდს, კიდევ უფრო კარგად გავართვათ თავი ახალ ამოცანებს და ახალ მიზნებს მივაღწიოთ“, - განაცხადა სეფაშვილმა.