უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ძვირფასო ჟურნალისტებო, ჩვენ დაუყოვნებლივ ვპასუხობთ ყველას: არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია სამინისტროს ტელეგრამის არხზე.