logo_geo
eng_logo
ლოიდ ოსტინი: აშშ ყველა საჭირო ზომას მიიღებს თავისი ჯარების დასაცავად
- +

30 იანვარი. 2024. 00:00

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პირობა დადო, რომ აშშ ყველა საჭირო ზომას მიიღებს თავისი ჯარების დასაცავად. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

 

 

28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 34 კი დაშავდა.

 

 

"პრეზიდენტი და მე არ მოვითმენთ აშშ-ის ძალებზე თავდასხმებს და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას აშშ-ისა და ჩვენი ჯარების დასაცავად", - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner