ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ განლაგებული ჯარები ძალიან მალე დაიწყებენ მოქმედებას. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
"ისინი ძალიან მალე დაიწყებენ მოქმედებას. ასე რომ, [ჩვენი] ძალები ჩრდილოეთში გაძლიერებულია", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.