„ვიღაც გაოგნებულ, ორთოდოქს ნაცს თუ ჰგონია, ირაკლი ვინმემ მოიშორა, ის ან რეგვენია, ან უბრალოდ ცდება. მმართველი პარტია ჩაიბარა და როგორც თავად აღნიშნა, არიან პარტიაში წარმატებული ლიდერები და ისინი მიხედავენ ახლა საქმეს ღირსეულად“, - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს. .
„არ ვიცი, საიდან დავიწყო. არ მოვყვები, ვინ არის ირაკლი ჩემთვის, მარტივად ვიტყვი, ჩემი უახლოესი ძმა და მეგობარია და მორჩა (იყო და იქნება სულ). ახლა რაც შეეხება მის გაკეთებულ საქმეებს; გახარიას საბოტაჟის შედეგები ჩაიბარა და ქვეყანა გადაარჩინა, უამრავი რეფორმა გაატარა, მშვიდობა შეინარჩუნა, კანდიდატის სტატუსი დადო, ენის მოჩლექვით ქვეყანა არავის დღეს არ ესაუბრება, ნებისმიერი შედეგი, რასაც ქვეყანამ მიაღწია, არ ყოფილა და არ იქნება ღირსების ხარჯზე. ყოველდღიური რუტინა და ხარვეზების გასწორება, ეგ ცალკე თემაა კიდევ, რაც მე ვიცი და არ ვიცი. თავისთავად ცხადია, მმართველი პარტიის და მისი ლიდერშიფის გვერდში დგომით მოხდა ეს ყველაფერი. ვიღაც გაოგნებულ, ორთოდოქს ნაცს თუ ჰგონია, ირაკლი ვინმემ მოიშორა, ის ან რეგვენია, ან უბრალოდ ცდება. მმართველი პარტია ჩაიბარა და როგორც თავად აღნიშნა, არიან პარტიაში წარმატებული ლიდერები და ისინი მიხედავენ ახლა საქმეს ღირსეულად. ეს პოლიტიკური სტილი და სტანდარტი არის ზუსტად ბიძინა ივანიშვილის შექმნილი, რომელმაც 2012-ში ქვეყანა გადაგვარჩინა და დღესაც, ადამიანი ბოლომდე ქვეყნის მომავლის შენების ავანგარდში დგას.
წარმატებები და ყოველივე საუკეთესო ორივე ირაკლის მომავალ საქმიანობაში“, - წერს გიორგი გამსახურდია.