logo_geo
eng_logo
ზურიკო დავითაშვილის გოლით „ბორდომ“ ჩემპიონატის ლიდერი დაამარცხა
- +

30 იანვარი. 2024. 10:24

 

 

ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოში“ დიდი ხნის პაუზის შემდეგ გაიტანა და გუნდს საფრანგეთის ლიგა 2-ის ლიდერ „ანჟერთან“ მოგებაში დაეხმარა – 1:0. 22-ე ტურის შეხვედრას „ბორდომ“ უმასპინძლა. დავითაშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 89 წუთი ითამაშა.

 

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. „ბორდომ“ ანგარიში 70-ე წუთზე გახსნა – მასპინძლების შეტევა ზურიკო დავითაშვილმა დააგვირგვინა და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა. ჟირონდელები 72-ე წუთიდან მოედანზე 10 მოთამაშით დარჩნენ – არბიტრმა მათი მცველი, ჟან მარსელინი გააძევა.

 

22 ტურის შემდეგ „ბორდომ“ 28 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზე დაწინაურდა. ქართველი შემტევისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე გოლი იყო. ბოლოს დავითაშვილმა თავი 3 ოქტომბერს გამოიჩინა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner