ექსპერტი ნინო ფოჩხუა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის განახლებულ ინდექსს ეხმიანება, სადაც კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო რეგიონის ლიდერად რჩება და ევროკავშირის წევრ 6 და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.
„რეალობას ვერსად გაექცევი!
საქართველო კვლავ იკავებს მოწინავე პოზიციას კორუფციის აღქმის ინდექსში და რეგიონში ლიდერია. ეს კიდევ არაფერი, ჩვენ წინ ვუსწრებთ ევროპის 6 და ყველა კანდიდატ ქვეყანას.
ნეტავ არ შერცხვება ეკა გიგაურს, რომ მისი ორგანიზაცია ასეთ კვლევას აქვეყნებს?
ამიტომ არის, დღეს ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სიტყვას და მათ კვლევებს ფასი არ აქვს, ტყუილად ირჯებიან, ტყუილად იღებენ დაფინანსებას, სიმართლეს ვერანაირი ფული და ვერანაირი მცდელობა ვერ აღუდგება წინ“, - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.