logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე „კორუფციის აღქმის ინდექსზე“: მსგავსი მიუკერძოებელი საერთაშორისო შეფასებები თვალსაჩინოდ წარმოადგენენ, თუ რას მივაღწიეთ
- +

30 იანვარი. 2024. 11:44

 

 

მსგავსი მიუკერძოებელი საერთაშორისო შეფასებები თვალსაჩინოდ წარმოადგენენ თუ რას მივაღწიეთ და ბანალიტიკის [ბანალური, ანალიზი, პრეტენზიულად სულელური] რა ჭაობში დრეიფობენ "ნაცებთან" დაკავშირებული ანგარებიანი ექსპერტები და ფსევდო-NGO-ები, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსს“, სადაც საქართველო რეგიონის ლიდერად რჩება და  ევროკავშირის წევრ 6 და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.

 

აბაშიძე აღნიშნავს, რომ კვლევისას, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარი ოფისი ეყრდნობა არა შესაფასებელი ქვეყნების აქტორებს, არამედ 12-ზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მიწოდებულ პარამეტრებს.

 

„ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სათავო, ბერლინის ოფისის (და არა ეკა გიგაურის საქართველოს კანტორის) კორუფციის აღქმის ბოლო ინდექსის მიხედვით, საქართველო რჩება რეგიონის ლიდერად და 55 ქულით 49-ე ადგილს იკავებს.

 

ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის წევრ ექვს სახელმწიფოს: მალტას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთსა და უნგრეთს.

 

რაც მთავარია, საგრძნობლად ჩამოგვრჩებიან ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყნები - მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, ბოსნია, თურქეთი და ალბანეთი.

 

კვლევისას, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარი ოფისი ეყრდნობა არა შესაფასებელი ქვეყნების აქტორებს, არამედ 12-ზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მიწოდებულ პარამეტრებს.

 

კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ისინი ფასდებიან 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.

 

 მსგავსი მიუკერძოებული საერთაშორისო შეფასებები თვალსაჩინოდ წარმოადგენენ თუ რას მივაღწიეთ და ბანალიტიკის [ბანალური, ანალიზი, პრეტენზიულად სულელური] რა ჭაობში დრეიფობენ "ნაცებთან" დაკავშირებული ანგარებიანი ექსპერტები და ფსევდო-NGO-ები“,  - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner