logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ეს სამწლიანი პერიოდი, როდესაც საქართველოს მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, იყო წარმატებული
- +

30 იანვარი. 2024. 12:04

 

 

ეს სამწლიანი პერიოდი, როდესაც საქართველოს მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, იყო წარმატებული პერიოდი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი გვირგვინი იყო კანდიდატის სტატუსის მოპოვება და ის შიდა დემოკრატიული პრინციპი განაპირობებს მეტ და უკეთეს შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისთვის”, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„არავის აქვს მიზეზი და არც საჭიროება, რომ კონსპირაციების თეორიები ეძებონ და ისეთი ახსნა, რაც ხელმოსაჭიდ საშუალებას გაუჩენს ოპოზიციას კრიტიკისთვის, საკმარისად კარგად აიხსნა მიზეზები, რამაც გადაწყვეტილება მიაღებინა პარტიას ასეთ ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს იყო საჭიროება და მიზანშეწონილობა არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner