logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: რეკომენდაციების შესრულებაზე გუშინ საქმიანი დისკუსია იყო, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფრაქციები და სამოქალაქო საზოგადოება
- +

30 იანვარი. 2024. 14:30

 

 

გუშინ ძალიან საქმიანი დისკუსია იყო, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. თავად ფორმატი საინტერესოა, სადაც წარმოდგენილია საპარლამენტო ფრაქციები და სამოქალაქო საზოგადოება, გუშინ, ცხრა რეკომენდაციიდან გამომდინარე, ყველა საკითხი განვიხილეთ და მივყევით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

პაპუაშვილის თქმით, არის საკითხები, რაც პარლამენტის კომპეტენციაში არ არის, თუმცა გავიხილეს, პარლამენტმა როგორ უნდა მიაქციოს ყურადღება აღნიშნულ თემებს.

 

„არის საკითხები, რაც პარლამენტის კომპეტენციაში არ არის, ასეთია საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრის საკითხი. რა თქმა უნდა, უფრო ვკონცენტრირდით იმ საკითხრბზე, რაც პარლამენტის კომპეტენციაშია. საუბარი იყო ცესკო-ს დაკომპლექტების წესზე, ასევე ანტიკორუფციულ ბიუროსა და საგამოძიებო სამსახურის კანონმდებლობის დახვეწაზე და სასამართლო რეფორმაზე. სამივე საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნა არსებობს. გუშინ ვიმსჯელეთ, ოპოზიცია რას თვლის, რა არის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები. მთლიანი დისკუსია ორგანიზებული ისე იყო, უმრავლესობას არ უსაუბრია, თავად რა გადაწყვეტილებებს ხედავს, ოპოზიციის იდეები გვაინტერესებდა. ეს საკითხები განვიხილეთ და შევთავაზეთ, რომ ორ კვირაში იმავე ფორმატში შევხვდებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტში 29 იანვარს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner