„საქართველო კვლავ ლიდერობს საერთაშორისო გამჭვირვალობის 2023 კორუფციის აღქმის ინდექსში, უსწრებს ევროკავშირის ექვს და ნატო-ს ცხრა წევრ სახელმწიფოს, ასევე ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს მონაცემები საქართველოს მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა.
„საქართველო კვლავ ლიდერობს საერთაშორისო გამჭვირვალობის 2023 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში, უსწრებს ევროკავშირის ექვს და ნატო-ს ცხრა წევრ სახელმწიფოს, ასევე ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას. ეს მონაცემები საქართველოს მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 49-ე ადგილს იკავებს, რეგიონის ლიდერად რჩება და უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას.