სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით. ამის შესახებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლალი გაბისონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში უმაღლესი განათლების სისტემისა და მეცნიერების განვითარებაში, საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონცეფციის შემუშავებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უმაღლეს საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით.
ვულოცავ ბატონ ზურაბ ხონელიძეს ამ მაღალ ჯილდოს და ვუსურვებ ულევ წარმატებას. ადამიანი, რომელსაც ცხოვრების დევიზად გადაუქცევია სამშობლოს გამთლიანების საქმე, მშვიდობის დამყარება, იმსახურებს ყველა ტიტულსა და რეგალიას. მსოფლიო მშვიდობის ელჩის სტატუსიც სრულიად დამსახურებულად მიენიჭა ბატონ ზურაბს. გინდათ მშვიდობა? ყური უგდეთ ბატონ ზურაბს. მსოფლიო მოიარა მისმა საუნივერსიტეტო დიპლომატიამ (მშვიდობის ქართულმა პარადიგმამ) და საოცრად თავმდაბალია.
დღეს, როდესაც მედალი გადასცა საზეიმოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ზურაბმა ბრძანა, რომ ეს მედალი ეკუთვნის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მის კოლექტივს. მე ვთქვი და კვლავ გავიმეორებ, როცა ხომალდი სწორი გზით მიდის, საჭეთმპყრობელია კარგი. დღეს არ მოვყვები ბატონი ზურაბის დამსახურებებისა და მის მიერ, თუნდაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გაწეული ღვაწლის ანალიზს, იმდენია სათქმელი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მაინც უთქმელი დამრჩება.
ვულოცავ ბატონ ზურაბს ღირსეულ ჯილდოს და ვულოცავ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლექტივს, რომლის დამსახურებებს დღეს საგანგებოდ გაუსვა ხაზი პატივცემულმა რექტორმა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ბატონო ზურაბ! თქვენი ტიპის იშვიათი ადამიანების მხრებზე დგას დღეს ერი-უმრავლოს ქართველ ერს ასეთი მამულიშვილები!“ - წერს ლალი გაბისონია.