logo_geo
eng_logo
ორბანი: ევროკავშირი, ბოლო წლებში, სულ უფრო მეტად მოძრაობს იმპერიალისტური მიმართულებით, განსაკუთრებით გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ
- +

30 იანვარი. 2024. 19:35

"ევროკავშირი, ბოლო წლებში, სულ უფრო მეტად მოძრაობს იმპერიალისტური მიმართულებით, განსაკუთრებით გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ," - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში.

 

 

"თუ გაზეთი Financial Times-ი აქვეყნებს დოკუმენტს, სადაც დეტალურადაა აღწერილი უნგრეთის ფინანსური ბლოკადისა და ჩვენ წინააღმდეგ შანტაჟის სცენარი, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის არსებობს. მე მესმის, რამდენად რთულია სხვებისთვის ამის მიღება, რადგან ევროკავშირი, ბოლო წლებში, სულ უფრო მეტად მოძრაობს იმპერიალისტური მიმართულებით, განსაკუთრებით გაერთიანებული სამეფოს [ევროკავშირიდან] გასვლის შემდეგ. ეს სულ უფრო და უფრო ნაკლებადაა სუვერენული სახელმწიფოების საზოგადოება. რაც არ უნდა სახელშეკრულებო უფლებები გქონდეთ, რა გონივრული არგუმენტებიც არ უნდა წარუდგინოთ, ისინი ცდილობენ გაიძულონ ის, რაც არ გსურთ", - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner