საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში და აანაზღაურონ ამერიკული დახმარების შესაძლო შემცირება. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
"ჩვენ უნდა დავგეგმოთ ჩვენი ქმედებები ისე, რომ თუ აშშ გააკეთებს სუვერენულ არჩევანს, შეაჩეროს ან შეამციროს დახმარება, ეს არ იმოქმედებს ადგილზე არსებულ სიტუაციაზე", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.