logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის ელჩს შეხვდა
- +

30 იანვარი. 2024. 22:11

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა ლიბერგთან, გამართა შეხვედრა.

 

მხარეებმა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და რეკომენდაციების შესრულების პროცესზე.

 

 

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს რეფორმების გზას, რათა ქვეყანა მზად იყოს ევროკავშირის წევრობისთვის. მან ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტს, ხალხთა შორის და ბიზნეს კავშირების ხელშეწყობას და ამ პროცესში, ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

 

შვედეთის ელჩმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა. მან აღნიშნა, რომ შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მზად არის, დახმარება გაუწიოს ქვეყანას ყველა საჭირო მიმართულებით.

 

 

შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების კუთხით თანამშრომლობაზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner