ყოფილმა პოლიტპატიმარმა და პროკურორმა ნანა თხელიძემ „ასავალ-დასავალთან" სააკაშვილის მმართველობის დროს ციხეებში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. როგორც „ასავალ-დასავალს" თხელიძემ განუცხადა, ის თვითონ არის მსხვერპლი ამ რეჟიმის და აღნიშნა, რომ ქალი პატიმრების მდგომარეობა „ნაციონალების" დროს გაუსაძლისი იყო.
„მე პირადად გამოვიარე რეჟიმის პენიტენციური სისტემის ყველა სისასტიკე, რაც კი შეეძლოთ, ქალი პატიმრისთვის დაეტეხათ! გამოვიარე დიდი ფსიქოლოგიური წნეხი.
პატიმრობამ სწორედ იმ წლებში მომიწია, როცა რეჟიმმა ქალი პატიმრების მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმა! როდესაც „მატროსოვის ციხიდან" ქალები რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, იქ არანაკლები ცემა-ტყეპა მოუწყვეს, ვიდრე მამაკაც პატიმრებს სცემდნენ!
ისინი გაუსაძლის პირობებში ამყოფეს. ამას აკეთებდნენ დავით ჭაკუა, გაგა მკურნალიძე... ჩემი აზრით, ფილმში რამდენიმე ეპიზოდი აუცილებლად უნდა მიეძღვნას ქალთა ციხეში ბუნტს და მის თანამდევ მოვლენებს, რაც თავიდან ბოლომდე რეჟიმის მიერ იყო დაგეგმილი და ინსპირირებული!" - აღნიშნა თხელიძემ.