logo_geo
eng_logo
ბიძინა გეგიძე მოსაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
- +

13 სექტემბერი. 2016. 17:26


 

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის (02 ოლქის) პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე მოსაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.


მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თითოეული მოქალაქის პრობლემა მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ვაკის რაიონისთვის მწვანე საფარის არსებობა და ხალხს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის პირნათლად შესრულებისკენ მოუწოდა, რაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის.


მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას ესაუბრა ქალაქში მშენებლობებთან დაკავშირებულ „გენერალურ გეგმაზე", რომელზეც მუშაობა გერმანელ პარტნიორებთან ერთად უკვე დაწყებულია.


შეხვედრამ გულთბილ გარემოში ჩაიარა, მოსახლეობამ მას არჩევნებში გამარჯვება უსურვა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner