logo_geo
eng_logo
ოზურგეთში კომპენსაცია სტიქიის შედეგად დაზარალებულმა 152-მა ოჯახმა მიიღო
- +

31 იანვარი. 2024. 11:19

 

 

ოზურგეთში კომპენსაცია სტიქიის შედეგად დაზარალებულმა 152-მა ოჯახმა მიიღო, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

 

„მთავრობასთან ერთად განვაგრძობთ მუშაობას გასული წლის 8 სექტემბერს მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. უკვე კომპენსაცია მიიღო 152 ოჯახმა და კიდევ 319 ოჯახს ვეხმარებით, რათა შეიტანონ განაცხადი და სათანადო დოკუმენტაცია კომპენსაციის მისაღებად. ბუნებრივია, ეს პროცესი გაგრძელდება,“- განაცხადა მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner