„ოზურგეთში კომპენსაცია სტიქიის შედეგად დაზარალებულმა 152-მა ოჯახმა მიიღო“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.
„მთავრობასთან ერთად განვაგრძობთ მუშაობას გასული წლის 8 სექტემბერს მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. უკვე კომპენსაცია მიიღო 152 ოჯახმა და კიდევ 319 ოჯახს ვეხმარებით, რათა შეიტანონ განაცხადი და სათანადო დოკუმენტაცია კომპენსაციის მისაღებად. ბუნებრივია, ეს პროცესი გაგრძელდება,“- განაცხადა მერმა.