logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დარწმუნებული ვარ, ეს განახლება როგორც პარტიაში, ისე მთავრობაში დადებით შედეგს მოიტანს
- +

31 იანვარი. 2024. 12:33

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 1 თებერვალს გამართავს ყრილობას, სადაც ოფიციალურად გამოცხადდება პარტიის ლიდერის პოსტიდან ირაკლი კობახიძის წასვლის შესახებ.

 

„1 თებერვალს შედგება ყრილობა, სადაც უკვე ოფიციალურად გამოცხადდება პარტიის ლიდერის პოსტიდან ირაკლი კობახიძის წასვლის თაობაზე. ჩვენ წარვადგენთ მას პრემიერობის კანდიდატად და ირაკლი კობახიძე წარმოადგენს მთავრობის შემადგენლობას. ამის შემდეგ მოხდება მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება. დარწმუნებული ვარ, ეს განახლება როგორც პარტიაში, ისე მთავრობაში დადებით შედეგს მოიტანს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner