logo_geo
eng_logo
ნანა თხელიძე: სიტყვებით ძალიან მიჭირს გადმოვცე ის სატანჯველი, რომელშიც ქალი პატიმრები იყვნენ!
- +

13 სექტემბერი. 2016. 17:33



ყოფილმა პოლიტპატიმარმა და პროკურორმა ნანა თხელიძემ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას სააკაშვილის რეჟიმის დროს ქალთა ციხეებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია ცდილობდა, ხელოვნურად შეექმნა დაძაბულობა პატიმრებში რათა  ბუნტი აგორებულიყო.

 

„ბუნტი ქალთა ციხეში 2009 წელს მოხდა. იმ პერიოდში რეჟიმი უკვე მთელი სისასტიკით ბობოქრობდა ქვეყანაში, თუმცა, პატიმარი ქალები შედარებით მსუბუქ პირობებში იმყოფებოდნენ და ბუნტის ინსპირატორების მიზანი მათი მდგომარეობის დამძიმება იყო!

 

ყველაფერი რამდენიმე პატიმარს შორის შელაპარაკებით დაიწყო. ადმინისტრაციამ დაპირისპირება ხელოვნურად გააღვივა და პატიმარი ქალების სხვადასხვა ჯგუფს ამ კონფლიქტში მონაწილეობისკენ უბიძგა.

 

დაპირისპირებულ მხარეთა „გაშველების" ფორმები იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ პატიმრების პროტესტში გადაიზარდა. ადმინისტრაცია ხელოვნურად უბიძგებდა პატიმრებს სულ უფრო და უფრო უკიდურესი ზომებისკენ.

 

ბუნტში ჩაითრიეს და პირდაპირი მნიშვნელობით გააუბედურეს 18-20 წლის პატიმარი გოგონები, რომლებიც ციხეში ბედის ირონიით მოხვდნენ და ამის შემდეგ ისედაც მძიმე სასჯელები კიდევ უფრო დაუმძიმეს! მათ სასტიკად სცემეს, კარცერებში დაამწყვდიეს, მათი სასამართლოებში ეტაპით ტარება კიდევ ცალკე საცოდაობა იყო!

 

სიტყვებით ძალიან მიჭირს გადმოვცე ის სატანჯველი, რომელშიც ქალი პატიმრები აღმოჩნდნენ! ეს ბავშვები ერთმანეთს გადაამტერეს, ერთმანეთის საწინააღმდეგო ჩვენებები მიაცემინეს! რეჟიმმა მარტივი გამოსავალი მონახა, ზონაზე მყოფი ქალი პატიმრები ციხის რეჟიმზე გადაიყვანა და სუფთა ჰაერით სუნთქვის საშუალებაც მოუსპო!" - განაცხადა თხელიძემ. 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner