logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: რაც შეეხება „ლელოს“ და მათ მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ სამოქმედო გეგმას, ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ბოიკოტი
- +

31 იანვარი. 2024. 12:41

 

 

„რაც შეეხება „ლელოს“ და მათ მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ სამოქმედო გეგმას, ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ბოიკოტი", - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

„შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრებები, როგორც 9 ნაბიჯთან, ასევე სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ ამ ფორმატში გაგრძელდება მსჯელობა. რაც შეეხება „ლელოს“ და მათ მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ სამოქმედო გეგმას, ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ბოიკოტი. არ ვარ გაოცებული ამით, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ამ პარტიისგან ვნახეთ მხოლოდ დამაზიანებელი ქმედებები“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

მომავალ კვირას პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნება და განახლდა მუშაობა ევროპულ რეკომენდაციებზე. 9 პრიორიტეტის შესახებ ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა „ლელომ“. ამ საკითხზე მორიგი შეხვედრა პარლამენტში ორ კვირაში იგეგმება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner