logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ვფიქრობ, რომ განახლება არასდროსაა ცუდი, შეიძლება პირიქით - ძალიან პოზიტიური შედეგები მოიტანოს
- +

31 იანვარი. 2024. 12:43

 

 

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს, რომელიც ასევე დასახელდება ხუთშაბათს, მას ექნება გარკვეული პერიოდი, რომ წარმოადგინოს მინისტრთა კაბინეტი და ჩვენ დავიწყებთ განხილვებს პარლამენტში და პროცედურების შესაბამისად წარიმართება ეს პროცესი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

„ვფიქრობ, რომ განახლება არასდროსაა ცუდი, შეიძლება პირიქით - ძალიან პოზიტიური შედეგები მოიტანოს და პირველ რიგში, ეს მიმართულია იმისთვის, რომ ახალი ენერგიით და შემართებით გავაგრძელოთ ის პროგრამა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner