„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა არის ის, რომ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ემსახურება ქვეყნის გარეთ არსებულ ჯგუფებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ მსგავს პოლიტიკურ ფილოსოფიაზე იქნება დაფუძნებული, არჩევნებში წარმატებას ვერასდროს მიაღწევს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არ არის ადამიანებში, თავმჯდომარე ვინ იქნება და პოლიტსაბჭოს მდივანი. პრობლემა არის მთავარ რამეში - ეს არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ემსახურება ქვეყნის გარეთ არსებულ ჯგუფებს. სანამ ამ პოლიტიკურ ფილოსოფიაზე იქნებიან დაფუძნებული, რომელიც ძალადობას და სხვა ქვეყნის ინტერესების მსახურებას გულისხმობს, რა თქმა უნდა მათი შედეგი იქნება ყოველთვის ასეთი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.