logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფილოსოფია, იდეოლოგია, რომელიც ეყრდნობა ძალადობასა და ძალადობრივი სისტემით პროცესების მართვას
- +

31 იანვარი. 2024. 12:54

 

 

“ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვა ნიკა გვარამიას, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძის შესაძლო გაერთიანებას ეხებოდა.

 

„ამ პრობლემის გადაწყვეტა არ არის იმაში, ვიღაც როგორ ჯგუფდება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფილოსოფია, იდეოლოგია, რომელიც ეყრდნობა ძალადობას და ძალადობრივი სისტემით პროცესების მართვას. დამყარებულია არა ქართველი ხალხის ინტერესებზე, არამედ სხვა ქვეყნების და ქვეყნის გარეთ არსებული ჯგუფების ინტერესების მსახურებაზე. ისინი ტაშს ელიან ქვეყნის გარედან და არა საკუთარი მოსახლეობისგან. ეს არის პრობლემა. ვინ სად იქნება და როგორ დაჯგუფდება, არაფერს ცვლის ამ შინაარსში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner