“ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვა ნიკა გვარამიას, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძის შესაძლო გაერთიანებას ეხებოდა.
„ამ პრობლემის გადაწყვეტა არ არის იმაში, ვიღაც როგორ ჯგუფდება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფილოსოფია, იდეოლოგია, რომელიც ეყრდნობა ძალადობას და ძალადობრივი სისტემით პროცესების მართვას. დამყარებულია არა ქართველი ხალხის ინტერესებზე, არამედ სხვა ქვეყნების და ქვეყნის გარეთ არსებული ჯგუფების ინტერესების მსახურებაზე. ისინი ტაშს ელიან ქვეყნის გარედან და არა საკუთარი მოსახლეობისგან. ეს არის პრობლემა. ვინ სად იქნება და როგორ დაჯგუფდება, არაფერს ცვლის ამ შინაარსში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.