logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ერთადერთი, რასაც მისგან დიდი ხანია მოველი არის, დაადასტუროს, რომ კონსტიტუცია დაარღვია და დადოს პირობა, რომ აღარ დაარღვევს
- +

31 იანვარი. 2024. 12:59

 

 

“პარლამენტის რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის [პრეზიდენტის] მიმართვა, შესაბამისად 6-ში იქნება ეს მიმართვა. რა თქმა უნდა, ამ დროს მთავრობა ჯერ ვერ იქნება დამტკიცებული, შესაბამისად იმ პროცედურით იქნება, როგორც სხვა დროს არის”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის მიმართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ წარიმართება პროცესი, სინამდვილეში პრეზიდენტს პარლამენტისთვის სათქმელი არაფერი აქვს.

 

„პრობლემა იმაში ხომ არ არის სცენა როგორი იქნება და როგორ წარიმართება ეს პროცესი, პრობლემაა, რომ სინამდვილეში სალომე ზურაბიშვილს სათქმელი არაფერი აქვს საქართველოს პარლამენტისთვის. მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე როგორც ჩანს, ის უარს ამბობს. ერთადერთი, რასაც დიდი ხანია მისგან მოველი არის ის, რომ დაადასტუროს, მან დაარღვია კონსტიტუცია და დადოს პირობა, აღარ დაარღვევს კონსტიტუციას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner