logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: კეთილშობილება და შინაგანი კულტურა ღვთის მადლია
- +

31 იანვარი. 2024. 14:00

 

 

პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

 

 

ერთი კვირა გავიდა და ახლა ვწერ.

 

დღემდე ვუსვამ ჩემს თავს შეკითხვას:

 

მე რომ ამდენი შესაძლებლობა მქონდეს, შევძლებ კი ასეთი სისუფთავე, სიხალასე და ადამიანობა შევინარჩუნო? გემოვნებიანი, ლამაზი და სიფრიფანა ეკა მოვიდა მოკრძალებულად, ყველას თბილად მოგვესალმა, ხელი დაუქნია ნაცნობებს, ტაშს უკრავდა ზაზა მარჯანიშვილი არაჩვეულებრივ მუსიკალურ შედევრებს და ინტერესით ადევნებდა თვალ-ყურს ინსტალაციებით გაჯერებულ სცენას.

 

კეთილშობილება და შინაგანი კულტურა ღვთის მადლია. ძალაუფლება რყვნის. აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად.

 

ეს ივანიშვილების ოჯახზე არაა.

 

P.S. სამწუხაროდ, კარგად მახსოვს იმავე ადგილას სხვა ელიტები საღეჭი რეზინით გამოტენილი პირით, საროსკიპოდან ახალი გამოსულივით ჩაცმულობით, ხმამაღალი ჭიხვინით  და ტელეფონზე გაუთავებელი წიკვინით.

 

ის ზოოპარკი მუდამ გისოსებს მიღმა უნდა ამყოფო“, - წერს ლალი მოროშკინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner