logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტის პოლიტიკურ ცენტრად მოაზრება, ყველაზე კარგად კობახიძისთვის არის გასაგები ამ მოდელის შინაარსი
- +

31 იანვარი. 2024. 14:29

 

 

„ჩვენი მიზანია, რომ ასეთი ცვლილებების შედეგად გაიზრდება საკითხების ახლებურად დანახვის შესაძლებლობა, ეს ახალ ენერგიას და შესაძლებლობას გააჩენს. ყოველთვის კარგია გაუმჯობესების ძიება და ვფიქრობ, გადახალისება კარგია. მიღებული გადაწყვეტილება გამართლებულია“, - ასე აფასებს მიხეილ სარჯველაძე მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ცვლილებები ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება.

 

„მთავარი პოლიტიკური ცენტრი როცა პარლამენტშია და იქ მყოფი პოლიტიკოსები შემდეგ პოზიციებს მთავრობაში იკავებენ, ეს პროცესი დამახასიათებელია ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, სადაც არჩეულია მმართველობის ფორმა, რასაც საპარლამენტო რესპუბლიკას უწოდებენ. საქართველოში ჩამოყალიბებულმა კონსტიტუციურმა წესრიგმა გაამართლა, რის დასტურადაც შეგვიძლია, ასეთი გადანაცვლება ჩავთვალოთ. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პოლიტიკურ ცენტრად ყოველთვის პარლამენტი მოიაზრებოდეს. ამ თვალსაზრისით, ყველაზე კარგად ირაკლი კობახიძისთვის არის გასაგები ამ მოდელის მთელი შინაარსი და სისტემა როგორ ფუნქციონირებს. სხვათა შორის, ეს კარგ შესაძლებლობას იძლევა, რომ პროცესები მეტად დაიხვეწოს და კალაპოტში ჩადგეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner