logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის შექმნაზე: აღმოაჩინეს, რომ „ტეხავს“ „ნაციონალობა“ და ცდილობენ დისტანცირებას
- +

31 იანვარი. 2024. 14:48

 

 

მაპატიეთ ჟარგონისთვის, „ტეხავს“ ნაციონალობა. სამწუხაროდ, ამის განცდა საზოგადოებაში რომ არსებობს აღმოაჩინეს [„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა] და ცდილობენ დისტანცირებას, - ასე აფასებს მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის შექმნის იდეას. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საკუთარი წარსული ეუხერხულებათ.

 

„მაპატიეთ ჟარგონისთვის, „ტეხავს“ „ნაციონალობა“. სამწუხაროდ, ამის განცდა საზოგადოებაში რომ არსებობს აღმოაჩინეს [„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა] და ცდილობენ დისტანცირებას. ეუხერხულებათ და ეთაკილებათ საკუთარი წარსული. ბუნებრივია, საზოგადოებაც ასე მარტივად ვერ დაუშვებს საკუთარი თავის მოტყუებას ასეთი პრიმიტიული ხერხით“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამიჯვნას ცდილობს და არჩევნებში ბრძოლას ახალი პარტიითა და ძველი სახეებით გეგმავს. გაერთიანებაში ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და ნიკა მელიას ხედავს, დაწყებული აქვს კონსულტაციაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner