გურამ მაჭარაშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება. „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას მარტივი ტყუილებით უნდა საზოგადოებას თავი ახალ სახედ შეასაღოს.
„გვარამია ადასტურებს, რომ ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი შემოქმედი და იდეოლოგი. მაგრამ იმასაც ამბობს, რომ ახლა ტანსაცმელს გამოვიცვლი, სათვალის ფერს შევიცვლი და „ნაცმოძრაობა“ აღარ ვიქნებიო - ახლა გვარამიას მარტივი ტყუილით უნდა, საზოგადოებას თავი ახალ სახედ შეასაღოს“, - აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.
ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამიჯვნას ცდილობს და არჩევნებში ბრძოლას ახალი პარტიითა და ძველი სახეებით გეგმავს. გაერთიანებაში ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და ნიკა მელიას ხედავს, დაწყებული აქვს კონსულტაციაც.