საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ მისი ოჯახის მიმართ განხორციელდა მუქარა, აუცილებელია, გამოძიება დაიწყოს და დამნაშავეები დაისაჯონ.
„მეჩვენება, რომ თავად ახდენს ამ საკითხის პოლიტიზებას. შესაძლებელია, მისი კარიერის გაგრძელების წარუმატებლობის ფონზე, ტრამპლინს ამზადებდეს და გარკვეული ხარკით შედიოდეს პოლიტიკაში. მაგრამ, ჩვენი ხელისუფლება რჩება სასამართლოს ინსტიტუტების ფუნქციონირების დამოუკიდებლობის გარანტად,. თუ ვინმეს ჰქონდა შეურაცხმყოფელი განცხადება, სიმართლე გითხრათ, ეს ჩემი და თეა წულუკიანის განცხადებებში ვერ დავინახე", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.