„დღეს „ნაცებს“ წლისთავი აქვთ, ჩემს ბაჯაღლო „ხაბეს“. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავის პარტიაში რამეთუ მელია ჩამოაგდო, გააერთიანა ჩვენი ქვეყნის მთელი „სანაცეთი“. ამ ძლევამოსილი არმიით შემდეგ შეუტია და დაიხსნა თავისი ბელადი. შემდეგ დაიმორჩილა ბუნების ძალები და ახლა ერთიანი ძალისხმევით უტევს არჩევნებს, რომ უნდა გაიმარჯვოს – „შუტკა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას მედიის წარმომადგენლებმა სთხოვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ერთწლიანი საქმიანობა შეეფასებინა.
„რა უნდა გაეკეთებინა? მანამდე რა ბედოვლათიც იყო, ის არის ახლაც. იმდენად სამარცხვინო შედეგებით არის, რომ უკვე მისი ტელევიზიაც კი ემიჯნება. გახსოვთ, „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ვინც არის, ჩემს გარემოცვაში ყველა დასცინისო. აი, ეს მიიღეს. მე კი არ დავცინი, ფიზიკურად ან პიროვნულად. არა, ოქროს გული აქვს, მაგრამ პოლიტიკურად ამ პარტიის ღირსეული თავმჯდომარეა“, – განაცხადა ზარქუამ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა ქართველ ხალხთან.
„აბა, თქვენ იცით, ერთმანეთს მოუწყვეთ რევოლუციები, დაიყავით, პოპულისტი ვაშაძე დაისვით თავზე. ევროინტეგრაციაში ხელი მოეცარათ – ვერაფერს შვრებიან, დამარცხდნენ ქართველ ხალხთან. აქეთ ეს ბელადიც ვერ დაიხსნეს, რადგან არცერთს არ უნდა თავის ტკივილი, რევოლუციაც არ გამოსდით. და რა ქნეს? მოიფიქრეს, ახლა უკრაინიდან რაც კომპანიები გავიდნენო, არცერთი არ შემოსულა საქართველოშიო. „ბეემვეს“ ცენტრი აქ არის, „მერსედესის“ ცენტრი აქ არის, „ტოიოტა“ აქ არის, მთელი ბრენდები რაც არის, აქ არის, დუბლირებულად ვინ შემოვიდოდა აქ? გიჟია, გეუბნებით და აბოლებს ახლა თავის მრევლს. მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეგვექმნაო, ვინ ამბობს ამას? ლუზერი ვაშაძე. ახლა ამ გარემოცვით, ლუზერების გაერთიანებით ჩიხუახუა ორი გამოდის.
ბოლოს, მე როგორც მივხვდი, მათმა პატრონებმა ხელი ჩაიქნიეს „ნაცებზე“, არ გამოდის არაფერი. გვარამიაც გაემიჯნა და ამბობს, რომ „ნაცებთან“ არაო, გეგონება, იდეოლოგი სხვა ჰყავდა ამ წლების განმავლობაში. გვარამია იყო სწორედ მათი იდეოლოგი და რადიკალიზმის ხარისხი რაც ჰქონდათ, იმის წახალისებული და ნარჩევია. ახლა უკვე ამათი პატრონები გადმოინაცვლებენ და გვარამიას პლატფორმას დააფინანსებენ, ჩაენაცვლება რადიკალიზმში ჩემს ხაბეს, ჩემი ხაბე გაწირეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
.