logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: აი, ამას მთელი სერიოზულობით ყვებიან ჭუტაანთ უბორნიაში...
- +

31 იანვარი. 2024. 16:13

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„აი, თურმე რატომ შეცვალეს ღარიბაშვილი!

***

ამას წინებზე, როცა ბიძინა ივანიშვილი დივანზე ყოფილა წამოწოლილი და თავქვეშ ფრანგული მუთაქა ჰქონია ამოდებული, უცებ აზრი მოსვლია - კაცო, ამ ღარიბაშვილმა ძაან გაუტია, კორუფციაში გარეულა, თუ არ შევცვალე, დამოუკიდებლობის შეგრძნებები გაუჩნდება და აქეთ შემომიტრიალდება, ანუ აღარ დამემორჩილება, ბევრმა ფულმა ეგრე იცისო.

 

ბიძინა ივანიშვილს გვერდი უცვლია, ფრანგული მუთაქა ახლა ყურთან ამოუდვია და... ისაო, ნეტავ ღარიბაშვილი ვისით შეიძლება ჩავანაცვლო-ვო? მოდი, ამ თანამდებობაზე კალაძეს დავნიშნავ, რიგმა ისედაც მოუწია, უნდა დავუფასო-ვო.

 

თუმცაო, - ჩაფიქრებულა ბიძინა ივანიშვილი, - კორუფციასთან ეგეც ძმაკაცობს, თან თავისი ფულიც აქვს, თან პოპულარულიც არი გარკვეულ წრეებში, მგონი ფანებიც ჰყავს და როგორც კი უმაღლეს თანამდებობას დაირტყამს, ეგრევე აქეთ შემომიტევსო. არაო, კალაძეს ვერ დავაწინაურებო.

 

***

ბიძინა ივანიშვილს მოსვენება დაუკარგნია. ფრანგული მუთაქა მოუსროლნია და მეუღლითვინ უკითხნია - რა ვქნა, ღარიბაშვილის ნაცვლად ვინ გავაპრემიერო-ვო? ისეთი მირჩიე, კორუფციასთან ძალიანაც რომ არ ძმაკაცობდესო.

 

მეუღლეს „უთქმია“, ირაკლი კობახიძეო.

 

ვაააა, ეგ არი, მე რატომ ვერ მოვიფიქრეო? - შესძახა თურმე ბიძინა ივანიშვილმა და ფრანგული მუთაქა ისევ თავქვეშ ამოიდო.

 

***

საინტერესო ვერსიაა, ხომ?!

 

და... აი, ამას მთელი სერიოზულობით ყვებიან ჭუტაანთ უბორნიაში, რომლის ბებერი მეპატრონე ხანდაზმულ თაღლითად აღიარა სასამართლომ.

 

მეტიც!

 

ამავე ბებერმა მეპატრონემ როგორ ჩაიგდო ხელში თუთუნის ბიზნესი, როგორ გადაყარა უცხოელი პარტნიორები და როგორ გააძევა საქართველოდან, საზოგადოების ნაწილს კარგად ახსოვს.

 

უარესიც - ამ ხანდაზმული თაღლითის შვილმა, ანუ პატარა ჭუტლექსამ როგორ მოკლა არასრულწლოვანი ბიჭი ავტობუსების გაჩერებაზე, როგორ შევარდა გალეშილი მთვრალი მანქანით და როგორ ჩაუწყეს საქმე, საზოგადოებამ ეგეც კარგად იცის.

 

მოკლედ, მამაც და შვილიც ხანდაზმული ჩათლახები არიან და იმის ნაცვლად, ხმა ჩაიწყვიტონ, იქით სხვებს ედავებიან, ე.წ. კორუფციაში ადანაშაულებენ და ჩიქორთული ქართულით უაზრო ზღაპრებს ყვებიან.

 

განა რამე?

 

არც არაფერი, მაგრამ საუბედუროდ, ჩვენი საზოგადოების გონებაშეზღუდულ ნაწილს ეს ყველაფერი სჯერა.

 

ზოგს არ სჯერა, მაგრამ მაინც ფიქრობს, კვამლი ცეცხლის გარეშე არ ჩნდებაო, რაკი შავნოდარა ამბობს, ესე იგი, ცოტაოდენი სიმართლე მაინც იქნებაო.

 

***

მოკლედ, ამ ნაცებს, შმაცებს, გნაცებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს რუს-ო, რუსო-ს ძახილით რომ არაფერი გამოუვიდათ, ამას დაუმატეს ,,კორუფცია'', რათა საარჩევნო პერიოდში კარგად გაჯდეს ჰარიფთა ყურებსა და გონებაში. აბა, ტყუილად ჩამოიყვანეს აშშ-დან პიარ-მენეჯერი? მოგვიანებით კიდევ მოიფიქრებენ რამეს... თუმცა, მგონი მოიფიქრეს კიდევაც - თურმე „ქართული ოცნება“ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს და ამ ინიციატივას „ლელო“ იღებს ხელში ავი ანას მეთაურობით. ესენი რის ამღებები არიან, მაგრამ გონებადაქვეითებულებს ხომ სჯერათ?

 

არადა, აქაც დამახინჯებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე - იმის ნაცვლად, ავი ანა მამამისის კორუფციონერობას დასტიროდეს და ხაზარაძის თაღლითობას გლოვობდეს, რაღაცნაირად იბრიქება, გეგონება ამ ქვეყანას მისი ვალი აქვს.

 

ცნობისათვის: მამამისმა ქუთაისის საავტომობილო ქარხანა დაშალა, თურქეთში ჯართად ჩააბარა, სააკაშვილი დასაჭერად გამოეკიდა და თავი რუსეთს შეაფარა.

 

აპაააა!

 

რუსეთი ანა ნაცვლიშვილის გამზდელ-დამქალებელია, მა რა გეგონათ?

 

ახლა რომ ჰკითხოთ, რუსეთი სძაგს!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner