„ლელოს“ სურს, რადიკალიზმში „ნაცებს“ გაასწროს, ეს არის სამადაშვილის ხელწერა, მისი მისვლა და „ლელოს“ დაშლა მოხდა, ცუდი ფეხი აქვს“, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„სავარაუდოდ, ისეთი შტერები არ არიან, რომ თავის პოლიტიკურ მომავალს ისამარებდნენ, მაგრამ ეს არის სალომე სამადაშვილის ხელწერა. ხომ იცით, სალომე რომელია? – ჩვენი ხელმოცარული ელჩი რომ იყო, ბრიუსელში დადიოდა და პარტნიორებს ეუბნებოდა, იქნებ, საქართველოს სტატუსი არ მისცეთო. ჯერ სამუშაო ჯგუფების შექმნას და სიგიჟეებს ითხოვდნენ, ჩვენ საკომიტეტო ფორმატზე მივუთითებდით, ახლა ფარსს უწოდებენ. ფარსს უწოდებდნენ კანდიდატის სტატუსსაც და რუსული პარტია გვეძახეს, თუმცა სტატუსი ღირსებით მივიღეთ. სიმართლე გითხრათ, „ლელო“ რას იზამს სულ არ მაინტერესებს, მაგრამ ეს ხელმოცარულები საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავენ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
მომავალ კვირას პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნება და განახლდება მუშაობა ევროპულ რეკომენდაციებზე. 9 პრიორიტეტის შესახებ ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელსაც „ლელომ“ ბოიკოტი გამოუცხადა . ამ საკითხზე მორიგი შეხვედრა პარლამენტში ორ კვირაში იგეგმება.