საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
მშენებლობის მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე დავით ქისიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს დეპუტატები ადგილზე გაეცნენ.