logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა
- +

31 იანვარი. 2024. 17:06

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას. აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა და ეს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. მხარეებმა მიმოიხილეს ამ მიმართულებით უკვე მიღწეული პროგრესი და განსახორციელებელი გეგმები.

 

აშშ-ის ელჩთან შეხვედრას ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner