logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: ჩვენი მიზანია, საქართველოში სტუდენტებს ჰქონდეთ კარგი განათლების მიღების საშუალება
- +

ავტორი ანა ფერაძე

13 სექტემბერი. 2016. 17:40



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ „რეპორტიორთან" ქუთაისში საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობაზე ისაუბრა. როგორც მაღრაძემ განაცხადა, ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე დასაქმების კუთხითაც.


„საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა უპრეცედენტო პროექტია, ასეთი კომპლექსის აშენებით ქუთაისი მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო ქალაქი ხდება მთელ რეგიონში.

 

უნივერსიტეტის მშენებლობას ერთი მილიარდი ევროთი აფინანსებს ფონდი „ქართუ".

 

აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის სასწავლებელი ჩვენ ჯერ არ გვაქვს. თანდათანობით ჩვენი ქვეყანა შეუერთდება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ადამიანებს სამშობლოში მაღალი დონის განათლებას მიიღება შეეძლებათ.

 

ჩვენი მიზანია, საქართველოში სტუდენტებს ჰქონდეთ კარგი განათლების მიღების საშუალება და ამ მხრივ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner