logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ხანდახან უნდათ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ბუნებრივი ურთიერთდაპირისპირება უნდა იყოს საპარლამენტო გუნდსა და მთავრობას შორის. სინამდვილეში ეს ერთი გუნდია
- +

31 იანვარი. 2024. 23:38

 

"ხანდახან უნდათ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ბუნებრივი ურთიერთდაპირისპირება უნდა იყოს საპარლამენტო გუნდსა და მთავრობას შორის. სინამდვილეში ეს ერთი გუნდია, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავრობა არის საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული ადამიანების გუნდი, რომლებმაც უნდა განახორციელონ პარტიის მიერ საარჩევნოდ წარდგენილი პროგრამა, საპარლამენტო ზედამხედველობა და კონტროლი კი უპირველეს ყოვლისა ოპოზიციის ამოცანაა.

 

 

მინდა ძალიან საინტერესო სტატისტიკა გითხრათ. ხანდახან ოპოზიციის მხრიდან არის დაჩივლება, თითქოს არ ეძლევათ შესაძლებლობა ესა თუ ის ინსტრუმენტი გამოიყენონ. ჩვენ ახლა ვაჯამებთ წინა წლის სტატისტიკას. სულ სამჯერ გამოიყენა ოპოზიციამ მთავრობის წარმომადგენლის ან ანგარიშვალდებული ორგანოს კომიტეტზე დაბარების შესაძლებლობა. ინტერპელაციების გამოყენებაც არ იყო ხშირი. ნდობის ჯგუფი არსებობს პარლამენტში, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს და მასში „ნაციონალური მოძრაობაა“ წარმოდგენილი. ნდობის ჯგუფის 46 სხდომიდან მხოლოდ ორს დაესწრო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამ ჯგუფში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner